"მიყვარხართ ყველანი! თქვენი იმედი და ჩემს ხალხში რწმენა მიხანგრძლივებს სიცოცხლეს" - ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხესთან გამართული აქციის მონაწილეებს მიმართავს, წერილს ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს.
"ჩემო ძვირფასებო,
ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნების მომტანია ამ დეპრესიულ საკანში (შიმშილობის თვლა , დავკარგე რომელ დღეზე) თქვენი ომახიანი ხმების გაგონება და ტელევიზორში იმის დანახვა, რომ საქართველომ როგორც იქნა გაიღვიძა და ძალიან მძლავრ შეტევას ახორციელებს ქურდბაცაცათა კლეპტოკრატიულ რეჟიმზე.
გამომსვლელის ნაწილი, წარსულში ბევრ რაღაცაზე არ მეთანხმებოდა და ახლა, განსაკუთრებით დასაფასებელია მათი ადამიანური მიდგომა და მოქალაქეობრივი პოზიცია.
მიყვარხართ ყველანი! თქვენი იმედი და ჩემს ხალხში რწმენა მიხანგრძლივებს სიცოცხლეს."
მიხეილ სააკაშვილი, 4 ნოემბერი, 2021 წელი" - აღნიშნულია წერილში.