თეგებით ძიება

ვის გაეზრდება ხელფასი 2025 წლიდან?

პო­ლი­ცი­ე­ლებს და ჯა­რის­კა­ცებს ხელ­ფა­სი 3 წე­ლი­წად­ში 45%-ით, ხოლო სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის - 30%-ით გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ 2025 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბად ვა­რი­ან­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის ზრდა ბოლო 3 წლი­ან პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და 45%-ით. გარ­და ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა, 2021 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთლი­ა­ნად სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თათ­ვის და­ი­წყო ხელ­ფა­სე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა. ბოლო 3 წლი­ან პე­რი­ოდ­ში სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სი 30%-ზე მე­ტით გა­ი­ზარ­და.

გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით (სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ჩათ­ვლით) და­ფი­ნან­სე­ბა გაზ­რდი­ლია 1 მი­ლი­არდ 400 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტით (ჯა­მუ­რად გაზ­რდი­ლი ბი­უ­ჯე­ტის 20%) და 2024 წელს ამ სფე­როს და­ფი­ნან­სე­ბა 3 მი­ლი­არდ 300 მი­ლი­ონ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს (ზრდა 65%-ზე მე­ტით).

გაზ­რდი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის ზრდა 700-800 ლა­რის ფარ­გლებ­ში, ხოლო სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პერ­სო­ნა­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის 300 ლა­რით ზრდამ“- ნათ­ქვა­მია ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში.

ამასთან, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტის პროექტით:

2025 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.6 მლრდ ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ჯარისკაცების ხელფასის 10%-იანი ზრდა;

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1.350 მლრდ ლარი და აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.

2025 წლის პროექტით საბაზო თანამდებობრივი სარგო 2024 წელთან შედარებით იზრდება 10%-ით და განისაზღვრება 1 460 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას ასევე 10%-ის ოდენობით.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა