გაუქმდება თუ არა საათობრივი შეზღუდვა რესტორნებში 1 დეკემბრიდან - ეკონომიკის მინისტრის განმარტება
ეკონომიკის მინისტრი განმარტებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. კოვიდ-პასპორტების ამოქმედების შემდეგ, როდესაც სისტემა სრულყოფილად ამოქმედდება, საკითხს საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს და დაწესებულებებს საათობრივი შეზღუდვა შეუმსუბუქდებათ.
"კოვიდ-პასპორტების სისტემის გაფართოებამ და გავრცელებამ სარესტორნო ბიზნესებზე იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ეს სისტემა სწორად მუშაობს, სწორად ხდება კონტროლი, არ ხდება თავის არიდება და ა.შ. საშუალება გვექნება, რომ რა თქმა უნდა ეს საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ.
ეს ახალი ჩვენი გადაწყვეტილება საშუალებას გვაძლევს, რომ მომავალში ბიზნესს კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ არსებული შეზღუდვები.
რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში აზრს დაკარგავს ეს საათობრივი შეზღუდვა, მაგრამ ეს არ მოხდება ერთდროულად. ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი სისტემა, რაც ჩვენ შემოგვაქვს - კოვიდ-პასპორტების შემოწმება, მართლაც მუშაობს, ყველა კეთილსინდისიერად მისდევს ამას და მე ამაში ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ თვითონ ინდუსტრია იყო ძალიან მონდომებული. როდესაც ამაში ჩვენ და ჩვენი მედიკოსებიც დავრწმუნდებით, მაშინ რა თქმა უნდა, ისევ დავსვამთ საკითხს, რომ მოიხსნას ეს ბევრი შეზღუდვა, მათ შორის საათებთან დაკავშირებით," - განაცხადა ნათია თურნავამ.