კორონავირუსით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4445 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი, ხოლო 3508 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 775 826-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 708 820 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 10 816 პაციენტი ემსხვერპლა.