თეგებით ძიება
12. 11. 2021 COVID - 19

ბევრი ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს" ვადა გაუვიდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით "ფაიზერი" იმის დასარწმუნებლად გაიკეთა, რომ ვაქცინას ვადა არ აქვს გასული.

"სპეციალურად გავიკეთე "ფაიზერი", რადგან ხალხი დავაწმუნო, ბევრი მოარული ჭორია სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ "ფაიზერს" ვადა გაუვიდა და ასე შემდეგ.

აგვისტოში "ფაიზერმა" და მარეგულირებლებმა შეცვალეს რეკომენდაციები და შესაბამისად, "ფაიზერს" ვადა აქვს უკვე მისი გამოშვებიდან ცხრა თვე, თუ ინახება -60-დან -90 გრადუს ტემპერატურაზე. გამოლღობის შემდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ 30 დღის განმავლობაში, ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაში, 2-დან 8 გრადუსამდე. დღეს დაახლოებით 900 ათასამდე დოზა "ფაიზერია" ქვეყანაში. აქედან უმრავლესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას ვადა აქვს მარტის ბოლომდე. ნაწილს ვადა აქვს თებერვლის ბოლომდე და იანვრის ბოლომდე. ამიტომ, საკმარისია დოზები", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა