თეგებით ძიება
12. 11. 2021 COVID - 19

"საქართველოს 769 მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 12 დღეში" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ნოემბრის თვეში კოვიდ-19-ით გარდაცვალების სტატისტიკას აქვეყნებს.

"2021 წლის ნოემბრის კოვიდ-19-ით გარდაცვალების ქრონიკა
- საქართველოში - 769 საქართველოს მოქალაქემ დაკარგა სიცოცხლე მხოლოდ 12 დღეში

12 ნოემბერი - 77
11 ნოემბერი - 77
10 ნოემბერი - 78
9 ნოემბერი -75
8 ნოემბეტი -74
7 ნოემბერი - 67
6 ნოემბეტი - 66
5 ნოემბეტი - 62
4 ნოემბერი - 53
3 ნოემბერი - 49
2 ნოემბერი - 47
1 ნოემბერი - 44
- საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა არის მხარდაჭერილი პირდაპირ რუსეთის ოკუპაციური ძალების მიერ
- არ გჯერათ?! ნახეთ, რა საიტებს/ვიდეოებს/სურათებს აზიარებენ - 95% არის რუსულ ენაზე/რუსული თარგმანით და რუსული საიტებიდან « .ru ».
- ქართველი ანტივაქსერი “ბლოგერები” აჟღერებენ უშუალოდ რუსულ პროპაგანდას და რასაც ისინი თავის ფაისბუკ გვერდზე “შეწუხებული სახეებით” საუბრობენ, იმავეს საუბრობენ რუსული სამთავრობო არხები

- ამაზე მეტი მტკიცებულება - რა ვიცი …. ისე, არ გებადებათ კითხვა, საიდან “უმუშევარ” ბლოგერს ამდენი დრო და მაღალხარისხიანი აპარატურა, რომ ისაუბროს “სიმართლეზე”?! ალბათ, ბებო მარო ხულოდან უგზავნის ყიველთვიურად მათ დასახმარებლად ფინანსებს ???? .
- საქართველოს ანტივაქსერული მოძრაობა არის რუსული ოკუპაციური ძალების მხარდაჭერილი, რათა დაასუსტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა
- ერთადერთი გზა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ამ ვერაგ ვირუსს, არის შემდეგი:
- ვაქცინაცია ერთი ტიპის ვაქცინით (ფაიზერ-ბიონტეკი, ისე რუსებს ეს ვაქცინა არ აქვთ და გაგიჟებულები არიან, რომ უარი თქვეს თავის დროზე ამ ვაქცინაზე. ახლა კი 1200-მდე ადამიანს კარგავენ კოვიდით დღეში, ისიც “ოფიციალურად”)

- სამედიცინო პირბადის გამოყენება ყველგან თან სწორი ტარება, რომ არ ამოვწყდეთ
- სოციალური დისტანციის დაცვა
- არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა
- არაპროფესიონალიზმი კლავს", - წერს ექსპერტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა