მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უწყების განმარტებით, სწორედ კოვიდინფიცირების გამო, შემდგომი დაკვირვების მიზნით მოხდა მსჯავრდებული დეკანოზის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსება.
"მსჯავრდებულ გ.მ-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა
საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული გ.მ. მე-18 (სამკურნალო) დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს covid-19-ის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა (რესპირატორული სიმპტომები,ტემპერატურის უმნიშვნელო მატება). მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა PCR ტესტირება და მას კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება", - ნათქვამია პენიტენციურის ინფორმაციაში.
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე გლდანის ციხიდან"ვივამედის" კლინიკაში წუხელ გადაიყვანეს.