მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - გლდანის ციხის მთავარი ექიმი
N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი, მანანა ელეფტეროვას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისი თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
"8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა და იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და დღეს გამოცხადებული ინფორმაცია, რომ #18 დაწესეულება გამოვცხადებულია წითელ ზონად, სიცრუეა და სიმართლესა არ შესსაბამება", - აცხადებს ექიმი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.