აქცია ქუთაისში - მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ
ქუთაისში ექიმების ნაწილი მთავრობას განცხადებით მიმართავს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ მიხეილ სააკაშვილს და მის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. ექიმების თქმით, მესამე პრეზიდენტი 47-ე დღეა შიმშილობს, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ მედიკოსების დუმილი ახლა დანაშაულია. ისინი პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში.
tvpirveli