მიხეილ სააკაშვილის მეორე სასამართლო პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით პროცესი დაიწყო.
სხდომას მთავარი ბრალდებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჯერადაც არ ესწრება. მიუხედავად ყოფილი პრეზიდენტის სურვილისა, პენიტენციურმა სამსახურმა, ბრალდებულს პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ მოსამართლემ სასამართლო სხდომის ჩანიშვნა განგებ გააჭიანურა.
"ეს სასამართლო სხდომა არ ჩაინიშნა მანამდე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. სწორედაც ბადრი კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ მიზეზად მოეყვანა პენიტენციურ სამსახურს, მანამდე არაფრის დიდებით არ ჩაეტარებინა პროცესი,"- აცხადებს ბექა ბასილაია.