თეგებით ძიება

ჩვენი პოლიტიკის შედეგია, რომ ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება.

"ოქტომბრის თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაზრდილია, მთელი 31.4% პროცენტით. საკმაოდ მაღალი ზრდა არის, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2019 წლის ოქტომბერს, აქაც ზრდა თითქმის 29%-ია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის თვეში, ექსპორტის ზრდამ სერიოზულად გადააჭარბა იმპორტის ზრდას. თუ ექსპორტი გაიზარდა 31.4%-ით, იმპორტის ზრდა მხოლოდ 24%-ია, ამას აღვნიშნავთ იმის გამო, რომ პირველი შედეგები გამოიღო ჩვენმა პოლიტიკამ, რომელიც ორიენტირებულია იმპორტის ჩანაცვლებაზე და ექსპორტის წახალისებაზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი, რომ ექსპორტი გაცილებით სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე იმპორტი,"- განაცხადა თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა