33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მას ოთხი შვილი დარჩა - ავარია გურიაში
ოზურგეთში, სოფელ მერიაში ოთხი შვილის დედა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
33 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციას ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული