თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს

ბიუჯეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო 2 დეკემბერს გაგრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი პროცესი დასრულდა.

სხდომას მთავარი ბრალდებული, მიხეილ სააკაშვილი არ დაასწრეს, რის გამოც ადვოკატებმა მოსამართლის პროცესიდან აცილება ითხოვეს.

"ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონია მოლოდინი, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი მიუკერძოებელი მოსამართლე დაგვხვდებოდა აქ და პრინციპულობით გამორჩეული და წინააღმდეგობას გაუწევდა სახელმწიფოს მახინჯ სისტემას, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა, ამის ილუზია არ გვქონია, მაგრამ სასამართლო სხდომის დარბაზში წარმართულმა მოვლენებმა ცალსახად დაადასტურა, რომ ამ მოტივით აცილების არდაყენება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არასწორი,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროცესზე პროკურორებმა არაერთხელ დააფიქსირებს პოზიცია, რომ ყოფილ პრეზიდენტს შეეძლო სხდომას დისტანციურად დასწრებოდა, ასევე, გამოთქვეს მზადყოფნა, რომ სასამართლო გლდანის მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარებულიყო, სადაც უკვე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას შეძლებდა, თუმცა ადვოკატებმა ამ შეთავაზებებზე უარი განაცხადეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა