თეგებით ძიება

,,მინდა, დავაფსა რეზო ამაშუკელს, ქეთი დოლიძეს და ზურა ყიფშიძეს” - ვახტანგ მაჭავარიანი

დირიჟორი და კომპოზიტორი, ვახტანგ მაჭავარიანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა: ,,ფისი ფისი მომინდა, ამდენად მინდა, დავაფსა: რეზო ამაშუკელს, ქეთი დოლიძეს და ზურა ყიფშიძეს. ეგებ შეგერგოთ ჩემი ფისი!”.

ორი დღის წინ მუსიკოსი წერდა: ,,ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ ჰუმანიზმისკენ ლტოლვას, ღრმა აზრების უნარს, სიმამაცეს და ჭეშმარიტებას. ყოველივე ეს ვიხილე და მოვისმინე დღეს ტვ პირველზე ბატონების: დათო ტურაშვილის, ლაშა ბუღაძეს და ლაშა ბაქრაძეს გამოსვლებში. 100%-ით ვეთანხმები მათ.

ნუთუ ბოღმა, შური და ღრძო დგება ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, ჰუმანიზმის და ადამიანობის პრინციპებზე მაღლა, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესებზე მაღლა და საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილების, ევროპული გზის ინტერესებზე მაღლა. ვუერთდები ქვეყნის ჰუმანურ და პროგრესულ ხმებს, რომელნიც მოითხოვენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასწრაფოდ გადაყვანას მაღალი დონის კლინიკაში. ასევე მოვითხოვ, დაშვებულ იქნას მ.სააკაშვილი სასამართლო პროცესზე. სამარცხვინოა ქვეყნის ოფიციალური პირების დამოკიდებულება ევროკავშირის პარლამენტარების მიმართ”.



წყარო - sarkenews


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა