რუსეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინის განკარგულებაში ბირთვული იარაღი აღმოჩნდეს - პუტინი
კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს იმ ფაქტს, რომ ბირთვული იარაღი უკრაინის განკარგულებაში აღმოჩნდეს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის ქვეყნების მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"უკრაინის დღევანდელმა პოლიტიკურმა მმართველობამ ამის შესახებ {ბირთვულ იარაღზე} არაერთხელ მკაფიოდ ისაუბრა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც კრიზისი მწვავე ფაზაში გადავიდა. ასეთი მუქარა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სათანადო რეაქციას გამოიწვევს და შემიძლია მყისიერად ვთქვა - რუსეთი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.