რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 98 "შაჰიდიდან" 42 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 98 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 42 ჩამოაგდეს, 46 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დაიკარგა, რამდენიმე კი კვლავ ჰაერშია. ასევე, რუსეთმა უკრაინას ექვსი Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით შეუტია, რომელთაგან 4 ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, სუმის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჩერნიჰივის, პოლტავას, მიკოლაევის და ხერსონის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.