თეგებით ძიება

ომბუდსმენი სტრასბურგის სასამართლოს სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართავს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართავს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისულმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებლად წარადგენს.

„ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ასეთ თხოვნას ეთანხმება და სახალხო დამცველს მესამე მხარედ რთავს. იმედს ვიტოვებთ, თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ჩვენს თხოვნას. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას აუცილებდად წარვადგენთ.

ჩვენ ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად უნდა მოგვეცეს საშუალება, რომ შევიდეთ და ვნახოთ პატიმარი. დღის და ღამის რა მონაკვეთიც არ უნდა იყოს და რა ტიპის ციხეც არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს ჩვენ დაბრკოლება არასდროს შეგვქმნია“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს. ის თავდაპირველად რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს,თუმცა, მოგვიანებით, ექსპრეზიდენტი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი და საზოგადოების ნაწილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა