თეგებით ძიება
17. 11. 2021 COVID - 19

"ჩვენი ქვეყანა არის აუცრელი ადამიანების ტყვეობაში, ან ჩვენ მივდივართ წინ… " - გიორგი ფხაკაძე ანტივაქსერებზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის აზრით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც კოვიდსაწინააღმდეგო აცრას არ იკეთებენ, პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები.

"როგორც არა ერთხელ ვთქვი, "ფაიზერის" ვაქცინის ნაკლებობა საქართველოში არ იქნება. ჩვენ გყავს მეგობრები ამერიკაში, პოლონეთში, ლიეტუვაში და სხვები ვინც გვეხმარებიან. ისე "ფაიზერის" უმეტესობა საქართველოში ჩამოვიდა საჩუქრად, ჩინური კი ვიყიდეთ, ეს ისე საფიქრალად, თუ რატომ მაინცდამაინც ჩინურით აიცერითო.

რაც გინდათ ის ქენით, ყველა ვინც აპირებდა აცრას, უკვე აიცრა საქართველოში! აი, ვინც არ იცრება, მათ მიმართ არის მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება…

ან ჩვენი ქვეყანა არის აუცრელი ადამიანების ტყვეობაში, ან ჩვენ მივდივართ წინ… ვერც მე და ჯანდაცვის სფეროს ვერცერთი ექსპერტი ვერ შეძლებს დაარწმუნოს დაურწმუნებლები. ისე, ეს ჩვენი საქმე არც არის, ჩვენ უნდა დავდოთ მტკიცებულებები, კვლევები და რეკომენდაციები.

საქართველოს დავით აღმაშენებლის დროს იყო უფრო პროგრესული ბევრი მიმართულებით, ვიდრე 21-ე საუკუნის საქართველო … სამწუხაროა…", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა