თეგებით ძიება

პატიმარმა, რომელსაც ციხეში გაუპატიურების კადრები აჩვენეს და დაემუქრნენ, თვითმკვლელობა სცადა - პროკურატურა

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად ქილერა პასუხისგებაში მისცა, საუბარია 2011 წლის მარტში
პატიმრის წამებაზე.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მეგის ქარდავასთან ერტად კონკრეტულ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგაც პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.

"საქართველოს პროკურატურამ, პატიმრის წამების ფაქტზე, მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მეტსახელად ქილერა ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, მერვე დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს მეგის ქარდავამ და ქილერამ პირს მოსთხოვეს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ გაუპატიურებით.

სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ კარანტინში, სადაც აყურებინეს, როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთ პატიმარზე,"- განაცხადეს პროკურატურაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა