"7წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ,ყველაზე რთული ღამეა" - რას წერს მაია ასათიანი?
ტელეწამყვანი, მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.
18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
მაია ამჯერად ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ უკვე 7 წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს სვამს.
"7წელია ახალი წლის ღამეს დასაძინებელ წამალს ვსვამ და ვიძინებ,ყველაზე რთული ღამეა ჩემთვის,სიცოცხლის,ბავშვების,ზღაპრულობის დღესასწაულია.ჩემს სიკვდილში ყოფნასთან ,თანხვედრაში რომ არ მოდის.არც ნაძვის ხე,არც გოზინაყი და სუფრა../წელს ძალებს ვეძებ რომ შევძლო,მინდა გამომივიდეს,მე ბუბუ და დუდი რუსთაველზე მივდივართ!ბევრი ნუცა იდგება იქ,სიცოხლის ძალას მომცემენ!", - წერს ტელეწამყვანი.
View this post on Instagram