თეგებით ძიება
18. 11. 2021 COVID - 19

საჭიროა კიდევ მეტი ადამიანის ინფორმირებულობა და ჩართვა აცრის პროცესში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპენსიო ასაკის პირების აცრის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაიზარდა.

„ყოველდღიურად 60 წლის ასაკს ზემოთ მოსახლეობის აცრის პროპორციული წილი საერთო აცრებში 28-29% იყო, დღევანდელი მონაცემით, 50%-ს გადააჭარბა პირველად აცრებში. ანუ, გარკვეული სტიმული 200-ლარიან დახმარებას აქვს, მაგრამ არ არის დამაკმაყოფილებელი და საჭიროა კიდევ მეტი ადამიანის ინფორმირებულობა და ჩართვა აცრის პროცესში. 300-დან 450 ათასი ადამიანია ამ ასაკის აუცრელი და სასურველია მათი აცრა. თუ მოვახერხებთ და ამ ადამიანებს ავცრით, ეპიდემიას ძალიან მალე წელში გავტეხთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა