თეგებით ძიება

ბათუმში ერთ-ერთ ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბათუმში, ანწუხელიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ავტოიმპორტიორი კომპანიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, კომპანია "სამი ოკეანე გრუპს" გამოძიება ავტომობილების უკანონო იმპორტსა და რეალიზაციას ედავება.

საქმე სსკ 186-ე მუხლის, მე-2 და მე-3 ნაწილით აღიძრა.

კომპანიის ადვოკატი, თემურ ქავშბაია აცხადებს, რომ კომპანია საქმიანობას კეთილსინდისიერად ახორციელებს და ყველანაირი დოკუმენტი წესრიგში აქვთ. მისი ვერსიით, კომპანიის დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდება.

ადვოკატი, თემურ ქავშბაია ბიზნესინტერესებზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

"გამოძიება დაწყებულია და უკვე ჩვენი კორესპონდენციით დავადასტურეთ, რომ ეს ავტომობილები არ იძებნება ინტერპოლის მიერ და აღნიშნული კომპანია არის კეთილსინდისიერი შემძენი. დანარჩენი, რაც შეგვიძლია ჩვენ, როგორც კომპანის სახელით ვთქვა, მიმდინარეობს დისკრედიტაცია,"- განაცხადა თემურ ქავშბაიამ "რუსთავი 2"-თან საუბარში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა