თეგებით ძიება

მოსხლეტით წაიქცა, თვალებს ვუხსნიდი, ძალიან მძიმედ იყო - როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მოსხლეტით წაიქცა, თვალებს ვუხსნიდი, ძალიან მძიმედ იყო, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელთან შეხვედრის შემდეგ დაკარგა გონება მიხეილ სააკაშვილმა.

"მიშა ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ასულიყო ზემოთ, და ოთახში რომ გამოდიოდა, მოსხლეტით წაიქცა. რამდენიმე წუთში საკაცე ჩამოიტანეს. თვალებს ვუხსნიდი. გადააწვინეს საკაცეზე, ამ წუთას არ ვიცი რა ხდება. აყვანილია. მანამდე ვესაუბრეთ. ძალიან მძიმედ იყო, როცა ვხვდებოდით. 10 წუთია რაც აიყვანეს დაახლოებით. როცა წაიქცა, იქ წაქცეულზე, ხელით ვუხსნიდი თვალებს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა