გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების დამატებითი ბრიგადები გადაისროლეს
გლდანის ციხეში სასწრაფო დახმარების დამატებითი ბრიგადები გადაისროლეს, ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, მე-18 დაწესებულებაში "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მედიკოსების დამატებითი ჯგუფი სასწრაფო წესით გადაისროლეს. ი
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.