თეგებით ძიება

სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმებმა იყოჩაღეს - ნიკა გვარამია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

"სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმებმა იყოჩაღეს. ლაპარაკი უჭირდადა თავის დაჭერაც უჭირდა. როცა გადიოდა და ბადრაგს გაჰყავდა, მოწყვეტით დაეცა. გადასხმის სისტემა დაუყენეს, ახლა კონტაქტურია. ამაჟამად რეანიმაციაშია. ყველა ექიმი ადგილზეა და თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ", - აცხადებს ნიკა გვარამია.


ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა