გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი და ირაკლი კობახიძე იმყოფებიან
არსებული ინფორმაციით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და იუსტიციის მინისტრი იმყოფებიან.
დაუდასტურებელი ცნობითვე, სასჯელაღსრულების დაწესე ულებაში იმყოფება "ქართული ოცნებიდან" დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.
მესამე პრეზიდენტს ხვდება მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველი ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გონება ცოტა ხნის წინ დაკარგა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.