თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანის წინააღმდეგი არაა, თუმცა ერთი პირობა აქვს

გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი არ არის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანონ, თუმცა, მას აქვს ტექნიკური პირობა, რასაც ის უკრაინის კონსულთან და ადვოკატ ნიკა გვარამიასთან ერთად განიხილავს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი განიცდის მოშიმშილე ადამიანების, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას მდგომარეობას.

აქედან გამომდინარე, ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს მას, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომლებიც ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას.

მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი ნიკა გვარამია, მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ გადაწყვეტილებას. მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპისთვის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი, ამ წუთებში წყდება- განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის, საპყრობილეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც პირველი ოქტომბრიდან შიმშილობს, ხელისუფლებამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. წინადადებაზე ექსპრეზიდენტის პასუხი ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა