არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა - ავარია ხულოში
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა და 3 დაშავდა.
დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
ავტომობილი ხევში გადავარდა.
შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.