თეგებით ძიება
20. 11. 2021 COVID - 19

კორონავირუსის გამო დისტანიცურად 169 სკოლა და 438 კლასი სწავლობს

ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურად სწავლობს 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა რისკის ჯგუფის 116 მასწავლებელი.

სტაბილური ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებელთა 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია.

ამ ეტაპზე აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70.7%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა