თეგებით ძიება

"ბატონი პრეზიდენტის, ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ სიღრმისეულ კვლევებს" - გიორგი ჩალაძე

ენმ-ს წევრის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება ხანგრძლივი შიმშილობის მდგომარეობას.

"მისი მდგომარეობა შეესაბამება 50 დღიან ძალიან მკაცრი შიმშილობის მდგომარეობას. ექიმები თავდაუზოგავად შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, ჩემი თვალით ვნახე როგორ შრომობენ თავდადებით, ცდილობენ გაარკვიონ რომელ ორგანოს რა დაზიანება აქვს და შემდეგ დაგეგმონ თერაპია.

არის თუ არა საქართველოში შესაძლებელი სრულფასოვანი როგორც შეფასება, ასევე მკურნალობის დაგეგმვა, ამასაც ძალიან მალე გავიგებთ. ბატონი პრეზიდენტი, მისი ჯანმრთელობა საჭიროებს ძალიან მაღალტექნოლოგიურ სიღრმისეულ კვლევებს.

მისი განწყობა ახლა არის პირობის შესაბამისად. მან თქვა, რომ დაიწყებდა შესაბამის გარემოში კვების აღდგენას. კვების აღდგენა ძალიან რთული და საშიში პროცესია, ამიტომ ის ენდობა და ემორჩილება ამ ეტაპზე ექიმების რეკომენდაციებს და რჩევებს" - აცხადებს გიორგი ჩალაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა