"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ოფისს თავს დაესხნენ
თავდასხმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე - ბათუმში, შენობას ქვა ესროლეს, რის შედეგად, ოფისის გარე ფასადის მინაა ჩამსხვრეული.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მომხდარს დაშინებასა და შანტაჟს უკავშირებენ.