თეგებით ძიება

ოქროს ღილაკი - ალექსანდრე ზაზარაშვილი "ამერიკის ნიჭიერის" ფინალში იმღერებს

ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელიც "უკრაინის ვოისის" გამარჯვებულიცაა, "ამერიკის ნიჭიერის" ფინალში გადავიდა, მან ჟიურისგან ოქროს ღილაკი დაიმსახურა.

"Yes! Yes! Yes!
გუშინ ჩატარებულ კონექტიკუტის ნიჭიერში ჟიურისგან ოქროს ღილაკი მივიღე, რაც იმას ნიშნავს რომ 18 დეკემბერს იქნება უდიდესი ბრძოლა ამ სცენაზე გამარჯვებისათვის!

მე ჩემს ძალებში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად წავესდგე, მაგრამ თქვენი უდიდესი თანადგომა იქნება საჭირო და ხმის მიცემები!
მიყვარხართ ყველა ვინც მგულშემატკივრობდით გუშინ, უდიდეს ძალას მაძლევდით და განსაკუთრებით აი ეს ადამიანები რომლებმაც დაანგრიეს დარბაზი ჩემი სახელის ყვირილით! მადლობა ყველას, და უფალს რომ ასეთი ლამაზი დღე მაჩუქა, ამის გარდა ყველაზე მეტად რამაც გამაოცა იყო ის რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებიც დარბაზში, როდესაც სიმღერა დავამთავრე ყვიროდნენ! WE LOVE YOU, ALEX! და იმხელა სტიმული მომეცა რომ ვერ ავღწერ… მოკლედ უმაგრესი დღე იყო! მაგრამ უკეთესი გველოდება წინ!!! გამარჯვებისკენ!", - წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა