თეგებით ძიება
18. 10. 2024 მსოფლიო

სეულის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ჯარები გააგზავნა

სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, რუსეთში ჩრდილოეთ კორეიდან 12 000 სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნა, მათ შორის ნაწილი სპეციალური მომზადების სამხედრო მოსამსახურეებიც არიან. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. 

“არსებული ვითარება, როდესაც რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მჭირდრო კავშირები სცილდება სამხედრო მარაგების გაცვლას, [და საუბარია] ჯარების რეალურ გაცვლაზე, არის უსაფრთხოების სერიოზული მუქარა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის”,- წერია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლმას წერილში, რომელიც მანამდე დაზვერვის სამსახურებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს პირადად ესაუბრა და საკითხზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით სამხრეთ კორეა უკვე მეორედ საუბრობს. პირველად სეულის მიერ გავრცელებული მსგავსი განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ.

18 ოქტომბერს, ამჯერად სეულს არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიზნებით მოხდა, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის - ნატოს გენერალური დირექტორი მარკ რუტე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ნატოს ამ საკითხზე მტკიცებულებები არ გააჩნია. ინფორმაციას ჩრილოეთ კორეიდან რუსეთში სამხედროების გაგზავნის შესახებ უარყოფენ კრემლშიც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა