სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „დელტა“ ვარიანტის გავრცელებაზე ისაუბრა.
„ბავშვები უფრო მეტად დასაცავად, იცით, რომ, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მსგავსად, მიღებულია გადაწყვეტილება 12 წლის ასაკიდან ვაქცინაციის შესახებ, რა თქმა უნდა, მშობლების სურვილის შემთხვევაში. განსაკუთრებით, ეს ეხებათ რაიმე რისკის ფაქტორის მქონე ბავშვებს. რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამწუხაროდ, გრძელდება საკმაოდ მძიმე დღეები. ყოველდღიურად, ჩვენი 70-ზე მეტი თანამოქალაქე იღუპება. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, ეს კატასტროფაა. სამწუხაროდ, კარგა ხანს, ეს კორონა არსად არ წავა. გამოსავალი ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა. ამისთვის დაიწყო წამახალისებელი ღონისძიებები. პენსიონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აცრა. იგივე შეიძლება ითქვას წამახალისებელ ლატარიაზე. ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლე გადაირჩინონ და ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ“, - აცხადებს პაატა იმნაძე.