თეგებით ძიება

"5 წლის ბავშვს სურდა ერთ-ერთი მულტფილმის გმირის - ლედი ბაგის - ფოტო ტორტზე.. იხილეთ ფოტოები..." - ლიკო ჭეხანი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ლიკო ჭეხანი „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, მოგესალმებით...
მეც დავიწყებ იმით, რომ ვერ წარმოვიდგენდი თუ მომიწევდა სასოწარკვეთილი მომხმარებლის ამპლუაში მყოფს პოსტის დაწერა, თუმცა არასოდეს თქვა არასოდესო, ნათქვამია...
ისტორია რამდენადაც ძალიან ძალიან სასაცილოა, იმდენად სატირალიცაა... ცოტას გამხიარულდებით კიდეც ალბათ...
მოკლედ....
ჩემს გოგონას ხვალ აქვს დაბადების დღე, ხდება 5 წლის. ვცხოვრობთ რუსთავში. გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე სხვაგან შეკვეთა და როგორც მირჩია ბევრმა, მივაკითხე მადაგონს, რომლის ტორტებიც, სხვათაშორის, გემოთი ძალიან მომწონდა და მომწონს.
ბავშვს სურდა ერთ-ერთი მულტფილმის გმირის - ლედი ბაგის - ფოტო ტორტზე..
ვინც არ იცის ლედი ბაგი არის გოგონა ჭიამაიის ფორმით...მივედი და ვუკვეთავ.
დიალოგი:
- როგორი გნებავთ?
- (აღვწერე ფორმა და შიგთავსი და ვუთხარი, რომ მინდა 5 წლის გოგონასთვის)
- რამე დავახატოთ?
- დიახ. ლედი ბაგი იცით თუ გაჩვენოთ ფოტო?
- არ მინდა, ვიცი. ზომა?
- (იქვე დევს ტორტი და ვაჩვენე,აი ამ ზომისმეთქი) და მოდი იყოს მრგვალი. ანუ იქნება წითელი შავი კოპლებით ხომ?
- კი.
-ძალიან კარგი...
თავი დავანებოთ იმას, რომ მალოდინეს ადგილზე 45 წუთი, იმას რომ დააგვიანეს, აი ყველაფერი გადაფარა ერთმა ფაქტმა, კარზე ისმის კაკუნი, ვაღებ, ბავშვიც გამორბის.
ვეუბნები, დეეე, ნაააახეეეეე
ლეეეეედიიიი.........
აქ ვჩერდები....
რატომ?
იხილეთ ფოტოები
მანამდე კი კიდევ ერთხელ მეცინება.... არადა, არაა სასაცილო!!!!", - წერს ლიკო ჭეხანი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა