თეგებით ძიება

აი, ეს დებილი მართლა რა. მაგ ონლაინ კაზინოებიდან რამდენი ფული შედის ბიუჯეტში, იცის ნეტავ? - სერგი კაპანაძე ღარიბაშვილს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ონლაინ კაზინოების აკრძალვასთან დაკავაშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება.

“აი, ეს დებილი მართლა რა. მაგ ონლაინ კაზინოებიდან რამდენი ფული შედის ბიუჯეტში, იცის ნეტავ? თუ აქაურებს რომ აკრძალავ, გარეთ ონლაინ კაზინოებში აღარ ითამაშებს ხალხი და ფული აღარ გავა გარეთ? და ამ სფეროში რამდენი ადამიანია დასაქმებული, ეს თუ იცის? და აქედან რომ ფული მოაკლდებათ ბიუჯეტში, მერე რას იზამენ, როგორ გგონიათ? გადასახადებს აწევენ. ყველაზე მარტივად რის გადასახადებს გაზრდიან, როგორ გგონიათ? ალბათ აქციზს. მაგალითად, საწვავზე. მერე რა, რომ ბენზინი გაძვირდება. აი, ასეთი დებილები გვყავს მთავრობაში. ნუ, ახლა, ამაზე ბიძინაც გვეთანხმება, რომ დებილია”, – ამბოს კაპანაძე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა