თეგებით ძიება

"არამარტო კაზინოები, ჩემი აზრით მაღაზიებიც უნდა დაიკეტოს" - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პრემიერის ინიციატივას ეხმაურება, კერძოდ ონლაინ კაზინოების დაკეტვასთან დაკავშირებით.

"არამარტო კაზინოები, ჩემი აზრით მაღაზიებიც უნდა დაიკეტოს, აიკრძალოს სულაც. ფულს თუ ვერ დახარჯავ, მეტი გექნება და იქნები მდიდარი. ელემენტარული რამე რომ ასახსნელი იქნება, რთულს რანაირად გაიგებთ ხალხო? და სხვათაშორის, მეტი არგუმენტით რომ გავამყარო ჩემი ეს მოსაზრება, - შოპოჰოლიზმი სცდება თავის დაჯილდოების ნორმალურ დოზას და სწორედ ისევე აცარიელებს ჯიბეს და ამრავლებს ვალებს, როგორც კაზინოში წაგება. განსხვავება მხოლოდ ნივთების რაოდენობის გაზრდაშია. შედეგად, მარადგამოუყენებელი, არასაჭირო ნივთების სიჭარბის გამო ადამიანის ადგილი აღარ რჩება", - წერს ფანჯიკიძე.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა