თეგებით ძიება

"რა კარგი კაცი იყო და როგორ მიყვარს... საქართველოს მხსნელი" - ჩუთლაშვილი შევარდნაძეზე

ჟურნალისტი, დავით ჩუთლაშვილი საქართველოს მეორე პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე სოციალურ ქსელში წერს:

"ბაბუ
რა კარგი კაცი იყო და როგორ მიყვარს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს მხსნელი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუ ვინმეს ფანი შეიძლება ვიყო, ამ კაცის ფანი ვარ. გასაოცარი იუმორი ჰქონდა. გასაოცრად სურდა ევროკავშირი და ნატო და თხემით ტერფამფე პროევროპელი იყო. უდიდესი პოლიტიკოსი და უნიჭიერესი ადამიანი. ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, სსრკ-ს რომ ბოლო მოუღო. სათანადოდ არ ვაფასებთ.
ნაკლოვანებებიც უხვად ჰქონდა. საკმარისად სერიოზულად არ უდგებოდა ადამიანის უფლებებს; მის დროსაც ხდებოდა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა; ვერ აღმოფხვრა სისტემური კორუფცია და ორგანიზებული კრიმინალი; განათლების მხრივაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები. სამწუხაროდ არ იყო სათანადოდ განათლებული კაცი", - წერს ჩუთლაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა