თეგებით ძიება

"ამ სისტემის არსებობის გარანტია არის 2 რამ, ხალხი უნდა დააშინო, სიკვდილის შიშამდეც კი" - იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელი პოსტს აქვეყნებს:

„საქართველოს მაყურებლის ხელსახოცმა, კარგმა გაჭიმულმა ხელსახოცმა, ერთჯერადმა კი არა, თქვა რომ მავან პარტიას რეაბილიტაცია ესაჭიროებაო…რეაბილიტაცია ესაჭიროება საქართველოს რეაბილიტაცია ესაჭიროება საქართველოს მოქალაქეთა ფსიქიკას, შიშის თესვით რომ ხართ დღედაღამ დაკავებული. იცით რა თქვა რუზველტმა? პოლიტიკის უმთავრესი როლი და ფუნქციააო, ადამიანებს შიში მოვუხსნათო ეს თქვა 90 წლის უკან და ამაზეა დაფუძნებული ამერიკის შეერთებული შტატების წარმატება.ვინც დაიწყო შიშის თესვა, ის ეგრევე მოასრიალეს, გაუმართლა რომ არ იყო საქართველოს პრეზიდენტი, თუ არა სამუდამო პატიმრობა არ ასცდებოდა. ასე რომ, სარეაბილიტაციო არის საქართველოში ძალიან ძალიან ბევრი, ოღონდაც არა ის პარტია და ეს იმიტომ კი რა, რომ ,,სარეაბილიტაციო არაფერი აქვსო,, არა იმ პარტიამ, რომლის დეფაქტო ლიდერებმა ბოლო ხანებში ის გააკეთეს რაც გააკეთეს, იმ ხალხს ,,დაუსასტავდნენ,, ვისაც დაუსასტავდნენ და ახლა კი მაგალითად ქუთაისში გახარიას ,,უსასტავდებიან,, ასეთ პარტიის ,,რეაბილიტაცია,, არის დანაშაული ასეთი პარტიის რეაბილიტაციაში არც დრო, არც ძალა არ უნდა დახარჯო ასეთი პარტია არის რეაბილიტაციისათვის უკვე გადავადებული იმედი მაქვს, რომ ადამიანები შეიგნებენ, დაინახავენ იმ პოლიტიკურ საზიზღრობას, რასაც ჰქვია პოლიტიკაში როლების გადანაწილება ტუსოვკებზე ბიზნესში შემოსავლიანი საქმის გადანაწილება ტუსოვკებზე – მაგალითად, საქართველოს მიწა წყალი ამის, საფინანსო ბიზნესი ამის, ენერგეტიკა ამის, დიდი პროექტების საამშენებლო ბიზნესი ამის, იმას კი იქნება საშუალო და პატარა მშენებლობის ბიზნესი, იმას ექნება განათლების ბიზნესი, სამედიცინო ბიზნესი, მედიასივრცის ბიზნესი და ყველამ ერთად ამანაც და იმანაც ინავარდოს ბიუჯეტის ხარჯზე, ადამიანების ჯიბიდან ფულის ამოცლის ხარჯზე. აი, ასეთი სისტემაა საქართველოში და ამ სისტემის ყველა რგოლია დასაშლელი. აქ სარეაბილიტაციო არაფერია. მე მაქვს ასეთი პროსპექტიულ ანალიზზე, დაკვირვებაზე დაფუძნებული თეორია, რომ ვინც კი საქართველოში ჩავიდა, ჩატანილი ფულის დახარჯვის მერე საქართველოში დარჩა კიდევ 6 კვირა, და მოახერხა რომ აეწყო ბიზნესი, ყველა გახდა ამ სისტემის ნაწილი…. ან უკან გამოიქცა… ზოგი უმნიშვნელო ჭანჭიკი გახდა, ისეთი რომ ვერც კი შეამჩნევ ზოგი კი სისტემის სისტემური ნაწილი გახდა, რის გარეშეც სისტემა ვერ იარსებებს. ამ სისტემის არსებობის გარანტია კია არის ორი რამ ხალხი უნდა დააშინო, სიკვდილის შიშამდეც კი. ხალხი უნდა გაართო, აცინო, ააღელვო გადაპიჭინებამდე და მერე უცებ ეს გასართობი უნდა გამოუცვალო. ხან ამისი კადრები უნდა აჩვენო, ხან იმისი თუ კადრები არ გაქვს, უნდა შექმნა ასეთი იმით, რომ მიადგები ეკლესიას, ან მიადგები საზღვრის საკითხს, ან მიადგები რომელიმე უმცირესობას, ეს ეთნიკური იქნება თუ სხვამხრივი და თუ მართლა არაფერიღა დაგრჩა და ვერაფერი მოიფიქრე ბოლობოლო რომელიღაცა დღესასწაული და საქეიფო თუ სატირალი ამბავი მაინც მოგისწრებს. აი, ესაა საქართველოს სისტემა და ამ სისტემის დესტუქციაა აუცილებელი“, – წერს ფრანგიშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა