თეგებით ძიება

„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავზე ცოცხალი ჯაჭვის აქცია გაიმართება

„ვარდებიის რეოვლუციის“ წლისთავთან დაკავშირებით ხვალ, 23 ნოემბერს, თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვით აქციას გამართავენ. ივენთი სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა შექმნა.

„2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ საპატრულო პოლიცია – რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი – მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი – კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა – სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები – უძრაობის ნაცვლად და, რაც მთავარია, დასავლეთი – რუსეთის ნაცვლად. 18 წლის შემდეგ, ყველა, ვინც ვარდების რევოლუციის მთავარი იდეალების და პრინციპების ერთგული დარჩა, ვიკრიბებით ცოცხალ ჯაჭვში, თავისუფლების მოედნიდან ვარდების (რესპუბლიკის) მოედნამდე“, – წერია ღონისძიების აღწერაში.

შეგახსენებთ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ხალხი ქუჩაში გამოვიდა. საპროტესტო აქციებს 23 ნოემბერს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა