თეგებით ძიება

"კაი უჟმურია, მოფერებაზე ბევრი უნდა ეხვეწო... მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა" - ნინო ჯანგირაშვილი

"კავკასიის" დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ტელაკომპანიის კატაზე "ქაქუცაზე" წერს, რომლის ვიდეო ბევრი ქვეყნის ტელეარხებმა გააშუქეს.

"რაც ქაქუცა ჩვენთან ცხოვრობს სულ რაღაც კრიზისებია ქვეყანაში და ერთი–ორჯერ ძლივს დავდე მისი ფოტო, რა დროს კატებიათქო. ხოდა, რახან მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა, გადავაზიარებ ხელახლა ადრე დადებულ ფოტოს. ვინც არ იცნობთ, ეს არის ქაქუცა", - დაწერა ჯანგირაშვილმა ფეისბუქზე.

მანამდე კი, სანამ ქაქუცა ვარსკვლავი გახდებოდა, ასეთი რამე დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა:

"სინამდვილეში ასეთი სათნო და ფაფუკი კი არ არის, კაი უჟმურია, მოფერებაზე ბევრი უნდა ეხვეწო. მაგრამ ჯამში უკარგესი ბიჭი დადგა ჩვენი ქაქუცა".



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა