თეგებით ძიება

სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ის უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება მიეცეს - ადვოკატი

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ბუნებრივია, ის უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რაც უკვალოდ ვერ ჩაივლის მის ჯანმრთელობაზე, მორალურ მხარეზე. პირველ რიგში, ცხადია, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პირდაპირი მტკიცებულებები გვაქვს ღარიბაშვილის განცხადებების სახით. ამას რომ თავი დავანებოთ, ნორმალურ ქვეყანაში, წამების და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანს მისცემდნენ თავისუფალ მდგომარეობაში მკურნალობის საშუალებას და არა იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება.

ნორმალურ ქვეყანაში გათავისუფლებაც კი ხდება ადამიანის, როცა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდება. გათავისუფლებაც კი ხდება თუნდაც იმ უკანონო განაჩენებით გამოყენებული სანქციების. ჩვენ დეტალურად არ გვისაუბრია ამ მექანიზმებზე, მე გეუბნებით უბრალოდ, როგორია ნორმალური ქვეყნების დამოკიდებულება ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ და როგორი უნდა იყოს. რაც შეეხება ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას, ის არის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი და სამედიცინო თვალსაზრისით აფასებს ამ მოვლენებს, გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა.

ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ბუნებრივია, ის უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს შესაძლებობა, რომ თავისუფლებზე მოხდეს მისი ჯანმრთელობის აღდგენა, თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა