თეგებით ძიება

"ჩემო ვაჟკაცის გამზრდელო გიული... ეს ქალი ნორმალურია?" - ირაკლი ლატარია გიული ალასანიაზე

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"თავდაცვის სამინისტროს გმირი მეგის ქარდავა რომ ციხეშია, მე ეგეც ძალიან არ მომწონს პირადად ქალბატონო გიული, თქვენ მაგაზე არ ინერვიულოთ, თქვენ ხართ ჩემი სიამაყე და ჩემი ქვეყნის მომავალი .... თქვენი ძმა რასაც ქართველებზე იძახის, მაგ დღის შემდეგ უფრო მიყვარხართ მე პირადად თქვენ, ჩემო სპეტაკო და ჩემო ვაჟკაცის გამზრდელო გიული.
ახლა კი სერიოზულად, ეს ქალი ნორმალურია?", - წერს ირაკლი ლატარია ფეისბუქზე.

დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა - "საერთოდ არ ვარ კმაყოფილირომ ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს".

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა