თეგებით ძიება

"მე შეცდომა დავუშვი… გთხოვთ, არ მომბაძოთ" - 14 წლის გოგო თამაშის დროს გააუპატიურეს

ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფეისბუქ გვერდზე "დამიცავი, პატარა ვარ" მორიგი ისტორია ვრცელდება:

"14-ის ვიყავი. ბავშვები სოფელში დამალობანას ვთამაშობდით. მე თავს დიდად ვთვლიდი და ბავშვური თამაშები მივიწყებული მქონდა, მაგრამ ბავშვები ატყდნენ, გვეთამაშეო და მეც მოmბეზრდა ამდენი ვედრება და დავთანხმდი. ვიყავით მე ჩემი ძმა (9წლის) და მისი ორი მეგობარი საბა (16 წლის), გიო (15 წლის). მე და საბა ერთად დავიმალეთ მის სახლში, იმიტომ, რომ მან დამარწმუნა, რომ იქ წავსულიყავით. ამას დაჟინებით მოითხოვდა და ცოტა დავეჭვდი, მაგრამ გავატარე და წავყევი. მეორე სართულზე დავიმალეთ, მისი ოთახის წინ.

უცებ სასქესო ორგანოზე დამიწყო შეხება. დავუყვირე, გაჩერდი-მეთქი და ამან საშინლად გააბრაზა. პირზე ხელი ამაფარა და მის ოთახში შემათრია.

როგორც შემეძლო, წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ ჩემზე ძლიერი იყო… საბოლოოდ მიიღო ის, რაც უნდოდა და გამაუპატიურა… ჩავიცვი და უკვე გაქცევას ვაპირებდი, რომ შემომატრიალა და დამემუქრა, რომ თუ ვინმეს ვეტყოდი, ჩემს ძმას მოკლავდა და ველურად მაკოცა (ტუჩებში)…

ეს ამბავი ვერავის ვუთხარი, ვერ გავბედე, მაგრამ მე შეცდომა დავუშვი… გთხოვთ, არ მომბაძოთ ამაში და უთხარით ახლობლებს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა