თეგებით ძიება

"თავს უშველეთ..." - ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას აფრთხილებს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"Pfizer-ის ვაქცინასთან ასოცირებული კარდიოვასკულარული შემთხვევების ანალიზი...
კვლევა ჩატარებულია საფრანგეთში და მოიცავს 3.9 მილიონ 75 წელს გადაცილებულ, ხანდაზმულ პოპულაციას.
საკვლევ პერიოდად აირჩიეს პირველი 14 დღე ორივე დოზის შემდგომ.

დაკვირვების საგანი გახდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. კვლევის ამოცანა იყო გაერკვიათ ჰქონდა თუ არა კავშირი ამ სისხლძარღვოვან კატასტროფებს ვაქცინაციასთან.

კვლევის შედეგების თანახმად დაასკვნეს, რომ Pfizer-ის ვაქცინის არც ერთი დოზა არ არის ასოცირებული მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და ფილტვის არტერიის თრომბოზის მომეტებულ რისკთან.

კვლევა გამოქვეყნდა დღეს, რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ყველაზე სანდო სამედიცინო ჟურნალ JAMA-ში
P. S. აიცერით, და თავს უშველეთ სანამ ქართული კოვიდ სტატისტიკის ტრაგიკული ნაწილი გახდებით...", - წერს გეგეჭკორი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა