თეგებით ძიება

"ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა" - გიორგი კეკელიძე

მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მთვარე იყო ხოლმე ისეთი, სული რომ შეგებერა, ჩაქრებოდა. ხან სად ეკიდა და ხან სად. თეთრი და ფერფრთხილი. მართლა ჩაქრებოდა, სული რომ შეგებერა. ოღონდ ეგ იყო - არავინ არასდროს უბერავდა.
გიორგობაღამის მთვარე.
ნახე - მითხრა ბებიამ - კუდიანები როგორ ფრთხებიან; ,,ანი დადგა, ბანი დადგა, ხე დადგა და წყალი დადგა! წმინდაო გიორგი, დაწერე შენი ჯვარი!"
და შუბლზე მაკოცა.
აქ რა უნდათ კუდიანებს? - ვკითხე მე. ან შეიძლება არც ვკითხე, მაგრამ მიხვდა.
კუდიანები მხოლოდ მაქანე არიენ - მიპასუხა და ხელი ,,ფეხაკრეფით" მომადო.
ძალიან მენატრება ის ხელი და ის შელოცვა. ის გიორგობაღამეები. და მთვარეები. ვერსად ვხედავ. წლებია ვიყურები. სულს არ შევუბერავ, დედას გეფიცებით, ოღონდ გამოჩნდნენ", - წერს კეკელიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა