თეგებით ძიება

"ერთადერთი ვის მიმართაც შეიძლება პრეტენზიები გქონდეს, საკუთარი შეცდომები და სისუსტეებია…" - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"თავი დაარწმუნე იმაში, რომ იმაზე უკეთესად ხარ, ვიდრე იმსახურებ… სადაც შეიძლება წუწუნი წამოგცდეს, ჩაუღრმავდი შინაგან მდგომარეობას და გულწრფელად დასვი კითხვა: რა უფლებით გაქვს პრეტენზიები?! მერე მართლა აღმოაჩენ, რომ საოცარია უარეს მდგომარეობაში რომ არ იმყოფები… ერთადერთი ვის მიმართაც შეიძლება პრეტენზიები გქონდეს, საკუთარი შეცდომები და სისუსტეებია… ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იცხოვრე, როგორი იყავი გუშინ და როგორი იქნები ხვალ, თუ სასიკეთო ცვლილებებს ვერ ატყობ, მაშინ რაღაც გამოგრჩა და საიდანაც გამოგრჩა, გამოსწორებაც იქიდან დაიწყე… უაზრო ლაყბობებს, სხვისი ცხოვრების თვალთვალს, პროვინციულ ჭორაობებს მოეშვი, სჯობს დრო წიგნის კითხვას და საკუთარი თავის გამოზრდას დაუთმო… მერწმუნე, ისე არავინ გამოგადგება, როგორც საკუთარი თავი, ოღონდ ჯერ სწავლის, ცოდნის, განათლების შანსი მიეცი და მერე მისით ნამდვილად იამაყებ… სანამ ასე არ მოიქცევი, საწუწუნო არასდროს დაგელევა… ასე ვერ ქარის წისქვილებს დაიჭერ და ვერც ნატვრის თვალს იპოვნი სადმე… ეს ყველაფერი შენშია, შიგნით და იქ უნდა ეძებო… ოღონდ სწორად!…", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა