თეგებით ძიება

"გიორგობას მაინც სულ ის ანკედოტი მახსენდება, ჩია კაცი რომ მღვდელს სთხოვს, ჩამოწიე ეგ ხატი ქვევით, მოვკვდი გველეშაპის კოცნითო"... - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე მოსახლეობას გიორგობას ულოცავს.

"გიორგობას მაინც სულ ის ანკედოტი მახსენდება, ჩია კაცი რომ მღვდელს სთხოვს, ჩამოწიე ეგ ხატი ქვევით, მოვკვდი გველეშაპის კოცნითო... და ახლა კიდევ ის გამახსენდა, სვანი რომ ეკლესიაში შევარდება და სანთლებს აქრობს. რას შვები კაცოო... დაბადების დღე მაქვს დღესო, მორცხვად.
მოკლედ, ურჩხულების აჯანყებას მოვრეოდეთ ჩვენში, ძნელია რაც. განსაკუთრებით მაშინაა ძნელი ამ სლიკინა მხეცის უკან, საკუჭნაოში შეტენვა, როცა გარემო ჭარბად ზემოქმედებს და ფიტავს ჩვენს ნერვულ სისტემას და გაღიზიანება, შფოთვა გვემატება. ჩემსას კუდი მაინც გარეთ აქვს, ვერ შევწიხლე, რომ კარი ბოლომდე მივუკეტო. ნუ მავიწროებ, რა იცი რაში დაგჭირდეო, მაბამს თან, იცის, რომ ჩემთან მხოლოდ ტკბილი სიტყვა ჭრის. მაგრამ აი ახლა მაინც ვუთხარი, თავს არ გამოგაყენებინებმეთქი და შევაპანღურე მგონი, როგორც იქნა. კი დავიღალე ამასობაში. ადრე ცალი ხელით ვერეოდი. გილოცავთ მოკლედ, იმედია თქვენ უფრო ყოჩაღები ხართ", - წერს ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა