თეგებით ძიება

"ბედნიერი ვარ, რომ ამ რევოლუციის გულწრფელი მონაწილე ვიყავი" - გოგა ხაჩიძე

"გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე, რომელმაც პოლიტიკა 2017 წელს დატოვა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

”ვარდების რევოლუცია” ჯერ-ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი, პოზიტიური ამბავია დამოუკიდებელ საქართველოში.
ბედნიერი ვარ, რომ ამ რევოლუციის გულწრფელი მონაწილე ვიყავი.
ისე მოხდა, რომ ამდენ ვიდეოებში, საკუთარი თავი მხოლოდ ბესო ჩუბინიძის ვიდეოში ვიპოვე - ”ვარდების რევოლუცია უშტატივოდ”, მე-17 წუთზე
ჰოდა ასე, რევოლუციის ყოველ იუბილეზე, ვძებნი ხოლმე ამ კადრს და ვდებ.
გაუმარჯოს ”ვარდების რევოლუციას”, - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა