თეგებით ძიება

"საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ეს რა არის?!" - გიორგი ფხაკაძის განმარტება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფსორი გიორგი ფხაკაძე განმარტებას აკეთებს:

"საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ეს რა არის?!
პასუხი:
ეს არის გერმანული ფარმა კომპანია ბიონტეკის (BioNTech) მიერ შემუშავებული და ამერიკული ფარმა გიგანტის, ფაიზერის (Pfizer) მიერ დამზადებული კოვიდ ვაქცინა. კომერციული სახელით “კომირნატი” COMIRNATY® (Tozinameran).
მარტივად, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინა (Pfizer-BioNTech COMIRNATY® (Tozinameran) Covid-19 vaccine).
შეგახსენებთ, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინის ვადა არის 9 თვე. ის უნდა იყოს შენახული -80 გრადუსზე.
ხოლო უშუალოდ მოხმარების დროს ის შეიძლება იქნას შენახული 2-8 გრადუსიან მაცივარში 31 დღემდე.
გახსოვდეთ სამედიცინო პირბადე რჩება უალტერნატივო თავდაცვის საშუალებად. აცრის შემდეგ მაინც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.
ჯინმრთელობას გისურვებთ!", - წერს ფხაკაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა